აშრაფ ჰაკიმი წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დასახელდა.
პსჟ-ს და მაროკოს ნაკრების მცველი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში ჰაკიმიმ მოჰამედ სალაჰი და ვიქტორ ოსიმენი დაამარცხა.
გასულ წელს მაროკოელი გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა, პირველი პოზიცია კი ნიგერიელმა ადემოლა ლუკმანმა დაიკავა.
წლის საუკეთესო მეკარედ იასინ ბონო დაასახელეს, წლის ნაკრებად კი მაროკოს 20-წლამდელთა გუნდი.