პარი სენ-ჟერმენი მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდის, ხულიან ალვარესის ტრანსფერზე ფიქრობს.
ლუის ენრიკეს 25 წლის არგენტინელის თამაში ძალიან მოსწონს და პსჟ-ს შეტევის გაძლიერებისთვის იდეალურ ვარიანტად მიიჩნევს.
როგორც გამოცემა Sky Sports Switzerland-ისთვის ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება, პარიზული კლუბი რამდენიმე კვირაა ალვარესის ტრანსფერის შესძლებლობას განიხილავს და რაც მთავარია, თავად "ობობა" სიამოვნებით დათანხმდებოდა პსჟ-ში ტრანსფერს.
ხულიანის მიმართ ინტერესს ბარსელონა და პრემიერ ლიგის კლუბებიც იჩენენ, თუმცა ბარსას ფინანსური პრობლემები აქვს, ინგლისში დაბრუნება კი მას თავად არ სურს.
კლუბების შეთანხმების შემთხვევაში, ალვარესი მზადაა პარიზში გადაბარგდეს.
როგორც იწერება, ატლეტიკო მზადაა ხულიანი 120 მილიონ ევროდ გაყიდოს.