გამოცემა ESPN-მა 2025 წლის ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერების ხუთეული დაასახელა.
პირველ ადგილზე ნიუკასლის შენაძენი იოან ვისა გავიდა, რომელიც ბრენტფორდიდან კლუბმა 57.7 მილიონ ევროდ დაიმატა. მეორე ადგილი კი ლივერპულელ ჯოვანი ლეონის ერგო, რომელმაც დებიუტიდან მალევე მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და გუნდს სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება.
წლის 5 საუკეთესო ტრანსფერი ESPN-ის ვერსიით
ტოპ 5 ასე გამოიყურება:
1. იოან ვისსა – ბრენტფორდიდან ნიუკასლში, 57.7 მილიონი ევრო
2. ჯოვანი ლეონი – პარმადან ლივერპულში, 31 მილიონი ევრო
3. ხარალამპოს კოსტულასი – ოლიმპიაკოსიდან ბრაიტონში, 30 მილიონი ევრო
4. არდონ იაშარი – ბრიუგედან მილანში, 36 მილიონი ევრო
5. დარიუ ესუგუ – სპორტინგიდან ჩელსიში, 22.7 მილიონი ევრო.