პსჟ-ს ყოფილი სპორტული დირექტორი, ლეონარდო მიიჩნევს, რომ კლუბს კილიან მბაპე ბევრად ადრე უნდა გაეშვა.
კერძოდ 2021 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფრანგმა წასვლის სურვილი ღიად გამოთქვა და მის სანაცვლოდ რეალი მზად იყო სოლიდური თანხაც გადაეხადა.
„წასვლა უნდოდა და უნდა გაგვეშვა. ჩემი აზრი ასეთია.
თუმცა ვხვდები იმასაც, რომ თუ ფეხბურთელში სოლიდური თანხა გადაიხადე, ასე მარტივად მისი გაშვება აღარ გინდა, ყველაფერზე უნდა დაფიქრდე. თუ საბოლოოდ იტოვებ, მაშინ სიტუაცია უნდა აკონტროლო.
ჩემი აზრით, როცა გყავს ფეხბურთელი, რომელიც ყველა გუნდს უნდა, ეს შანსი უნდა გამოიყენო. არ უნდა სთხოვდე დარჩენას. ჩემთვის ეს ვარიანტი უბრალოდ მიუღებელია." - აღნიშნა ლეონარდომ.