საფრანგეთის ნაკრების დროზე ადრე დატოვების შემდეგ, კილიან მბაპე არა მადრიდში, არამედ დუბაიში გაფრინდა.
ფეხბურთელი უკრაინასთან მოგების (4:1) და მუნდიალზე გასვლის განაღდების შემდეგ, წლის ბოლო სანაკრებო მატჩისგან გაათავისუფლეს და მიზეზად ტერფის ტრავმა დაასახელეს, რომელიც ბოლო პერიოდია მბაპეს ხშირად ახსენებს თავს.
„მბაპეს ჯერ კიდევ აწუხებს მარჯვენა ტერფი, რომელიც შემდგომ გამოკვლევას იმსახურებს. ამ გამოკვლევებს ის დღეს, მადრიდში ჩაიტარებს." - ნათქვამი იყო უკრაინასთან მატჩის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ოფიციალურ განცხადებაში.
თუმცა, როგორც L'Equipe წერს, ინსტაგრამ-ექაუნტმა Drikcfootball გამოაქვეყნა ბარგის ბირკები ფრანგი ფეხბურთელის სახელით, რომლებიც მიუთითებს, რომ ის წინა შაბათს დილის 10:00 საათზე პარიზიდან დუბაიში გაფრინდა. რეალის თავდამსხმელმა რამდენიმე დღე გაატარა დუბაის სასტუმრო Atlantis The Royal-ში, ასევე ესტუმრა პადელის კლუბ Padel One-ს, თუმცა გაურკვეველია, ითამაშა თუ არა.
რეალთან ერთად ვარჯიშს კილიანი დღეს ან ხვალ განაახლებს. კლუბის ვარაუდით, ის ელჩესთან კვირას საღამოს გასამართ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
L'Equipe ხაზს უსვამს, რომ მადრიდულ კლუბში უფრო მეტად შეშფოთებულები არიან მბაპეს ფსიქოლოგიური მდგომარეობით - პსჟ-ს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო, ვიდრე მისი ტერფის ტრავმით ან საფრანგეთში მიმდინარე დისკუსიებით.
სრული სიგიჟე პსჟ-ს და მბაპეს შორის - რა მოხდა სასამართლოზე?