რეალთან გამარჯვების აღსანიშნავად - ბარსელონამ ახალი ფორმა წარადგინა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
Nike-მა ბარსელონას ამ სეზონის მე-4 ფორმა დაუმზადა, რომელიც 2005 წლის ნოემბერში რეალთან სანტიაგო ბერნაბეუზე 3:0 მოგებულ კლასიკოს 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ის მატჩი რონალდინიოს ბრწყინვალე პერფომანსით გამოირჩა, რომელმაც დუბლი შეასრულა და მეტოქის დაცვას მთელი მატჩის განმავლობაში ატერორებდა.
მაისურზე დატანილია ბარსას მიერ გატანილი გოლების ზუსტი წუთებიც - 14, 58 და 77.