პოლონელმა მწერალმა სებასტიან სტაშევსკიმ ახალი წიგნი დაწერა რობერტ ლევანდოვსკის ბიოგრაფიაზე.
წიგნში ნათქვამია, რომ 2022/23 სეზონში, მას შემდეგ, რაც კლუბმა ლა ლიგის ტიტული ოფიციალურად გაინაღდა, ბარსელონამ რობერტ ლევანდოვსკის სთხოვა, რომ გოლების გატანა შეწყვიტოს.
ფეხბურთელი გაკვირვებული და იმედგაცრუებული დარჩა ამ მოთხოვნით, თუმცა კლუბმა აუხსნა, რომ ამ სეზონში გოლების გარკვეულ რაოდენობაზე ასვლის შემთხვევაში, ბარსელონას ბაიერნისთვის მისი ტრანსფერისთვის ბონუსები ექნება გადასახდელი.
სეზონის ბოლო ორ მატჩში ლევანდოვსკის გოლი აღარ გაუტანია და ლა ლიგა 23 გატანილი გოლით დაასრულა.
ბარსაში გადასვლის შემდეგ ლევანდოვსკი პირველივე სეზონში ლა ლიგის ჩემპიონთან ერთად, მისი ბომბარდირიც გახდა.