ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტმა, ელენა ფორტმა განაცხადა, რომ კამპ ნოუს შეზღუდვები მომდევნო სეზონისთვის მოიხსნება.
22 ნოემბერს კატალონიური გუნდი საშინაო სტადიონზე 2.5 წლის შემდეგ პირველ თამაშს ჩაატარებს - ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ.
ამ ეტაპზე თამაშზე 45 401 ადამიანი იქნება დაშვებული.
„პროგნოზების თანახმად, 2026/27 სეზონის დაასაწყისში კამპ ნოუს სრული ტევადობით გამოვიყენებთ, სტადიონის კვლავ დატოვება აღარ მოგვიწევს. ეს გეგმაში არ არის, იმიტომ რომ ვაპირებთ რომ სრული მზადყოფნის ვადები საგრძნობლად შევამციროთ.
შესაძლოა ვითხოვოთ რამდენიმე მატჩის გასვლაზე ჩატარება, რათა სახლში არ ვითამაშოთ და დრო მოვიგოთ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სტადიონის სრულად დატოვება აღარ მოგვიწიოს, მაგრამ თუ იძულებულები ვიქნებით, ამასაც გავაკეთებთ." - აღნიშნა ფორტმა.