ლიონელ სკალონი რეალის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია.
El Desmarque-ის ინფორმაციით, ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მადრიდის რეალი სამწვრთნელო ცვლილებებს გეგმავს.
კანდიდატთა სიაში, რომელშიც მაურისიო პოჩეტინო, ზინედინ ზიდანი, ჟოზე მოურინიო, იურგენ კლოპი და დიდიე დეშამი ფიგურირებენ, არგენტინის ნაკრების 47 წლის თავკაცი, ლიონელ სკალონიც გამოჩნდა.
სკალონის მოქმედი კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონებთან ამ წლის ბოლოს იწურება. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, კლაუდიო ტაპიას, ხელშეკრულების 2026 წლის მუნდიალამდე გაგრძელება სურს, სკალონი ახალი კონტრაქტის ხელმოწერას არ ჩქარობს. მისი პრიორიტეტი ნაკრებში დარჩენაა, თუმცა რეალის მხრიდან დაინტერესებამ შესაძლოა გეგმები შეცვალოს.
ამ დროისთვის მადრიდელებს ალვარო არბელოა წვრთნის. ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის გარდა, გუნდს რთული მდგომარეობა აქვს ლა ლიგაშიც, სადაც სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ბარსელონასთან 9-ქულიანი ჩამორჩენა აქვს.