ესპანური გამოცემა El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, რეალ მადრიდმა უკვე ჩამოაყალიბა საბოლოო პოზიცია
სამეფო კლუბი ბარსელონას ფეხბურთელებს „საპატიო დერეფანს“ არ მოუწყობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კატალონიელები ლა ლიგის ჩემპიონობას „ელ კლასიკომდე“ გაინაღდებენ.
ეს ტრადიცია ესპანეთში ჩემპიონი გუნდის მიმართ პატივისცემის ნიშნად არსებობს, თუმცა ბოლო წლებში ორ გრანდს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ მსგავსი ჟესტები სულ უფრო იშვიათი ხდება. მადრიდულ ბანაკში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ნაბიჯის გადადგმა საჭირო არ არის.
ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ბარსელონა გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. ამ გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, რაც მომავალ „კლასიკოს“ კიდევ უფრო მეტ მუხტს სძენს.