ტიბო კურტუამ ელ კლასიკოში ლამინ იამალთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
„ლამინ იამალმა გარკვეული სიტყვები თქვა და ცეცხლი დაანთო მატჩის წინ, რა თქმა უნდა, პრესამაც ისარგებლა ამ თემით.
დავინახე, რომ კარვახალთან საუბრობდა და რა თქმა უნდა, თუ შენ რამეს იტყვი, მეც ვიტყვი რაღაცას. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, დიდი დაძაბულობისა და ადრენალინის ატმოსფეროში ხანდახან ისეთ რამეებს ამბობ, რაც საჭირო არ არის ხოლმე.
მგონია, რომ კლასიკო ასეთია; ზოგჯერ ასეთი განწყობა გვჭირდება. გასულ სეზონში ოთხჯერ დავმარცხდით და ვფიქრობ, ისევ გვჭირდება ეს ემოცია.
ბარსელონა მეტოქეა და უნდა დავუპირისპირდეთ; როცა ისინი იგებდნენ, არც მათ გამოუჩენიათ პატივისცემა.
არ ვფიქრობ, რომ ლამინთან პრობლემა მაქვს. ეს არის რაღაც, რაც მოედანზე ხდება და მოედანს გარეთ არაფერია. თუ ხვალ რესტორანში ვნახავ მას, მივესალმები.
ვფიქრობ, ჩვენ შორის პრობლემა არ არის, ეს ფეხბურთის ამბებია. მაგრამ, როგორც ვთქვი, მან რაც გააკეთა, ეს ერთგვარი საწვავი იყო და ჩვენთვის კლასიკოსთვის მოტივაციის წყარო გახდა." - განაცხადა ბელგიელმა მეკარემ.