ტონი კროოსმა ვინისიუს ჯუნიორის ქცევებზე ისაუბრა.
"ხშირად ვეუბნებოდი, რომ შეეწყვიტა, რადგან მეჩვენებოდა, თითქოს მთელი გუნდი ზარალდებოდა მისი ქცევის გამო.
ზოგჯერ ეს მეტისმეტია მოწინააღმდეგეებისთვის, მსაჯებისთვის და მეტოქე გულშემატკივრებისთვისაც. როგორც გუნდი, ვგრძნობდით, რომ რაღაც ჩვენ წინააღმდეგ ტრიალდებოდა ამის გამო.
ბევრჯერ ვეცადე მის დაწყნარებას მოედანზე, უბრალოდ რომ კონცენტრაცია არ დაეკარგა, რადგან ზოგ მომენტში თავს კარგავდა.
"არაერთხელ ვეუბნებოდი: ‘ვინისიუს, ძალიან კარგი ხარ. ეს ყველაფერი არ გჭირდება.’" - განაცხადა გერმანელმა.