მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ილია თოფურიამ ქვე-მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა და 70 კგ წონით კატეგორიაში გადავიდა.
UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა, თუ ვინ იბრძოლებს ილიას მიერ გათავისუფლებული ქამრისთვის.
აპრილში, UFC 314-ს ღონისძიებაზე, სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი და ბრაზილიელი დიეგო ლოპესი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ვოლკანოვსკი ქვე-მსუბუქი წონის ჩემპიონის სტატუსს 5 წლის მანძილზე ინარჩუნებდა და ქამარი შარშან, სწორედ თოფურიასთან დათმო. მას შემდეგ, ავსტრალიელს ბრძოლა ჯერ არ ჩაუტარებია.
რაც შეეხება ლოპესს, მას UFC-ში 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული, პირველივეში ის მოვსარ ევლოევთან დამარცხდა, რის შემდეგაც ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის უკანასკნელი - 2024 წლის 14 სექტემბერს, ბრაიან ორტეგასთან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები