21 ივნისს, UFC Vegas 119-ზე ქართველების დებიუტი შედგება.
ღონისძიების წინ მებრძოლებმა წონა ჩააბარეს და მეტოქეებთან პირისპირ დგომიც შედგა.
ლევან ჩოხელმა და მისმა მოწინააღმდეგე ლეონ შაჰბაზიანმა სასწორზე 170.5 ფუნტი (77.3 კგ.) დააფიქსირეს, მათ შორის კი მეგობრული პირისპირ დგომი გამოვიდა.
ოთარ თანზილოვმა და შეინ კოლინსმა კი 145.5 ფუნტი (66 კგ.) აჩვენეს და ქვემსუბუქ წონაში ბრძოლისთვის მზად არიან.
UFC Vegas 119-ის პრელიმები 21 ივნისს, 02:00 საათზე დაიწყება.
ლევან ჩოხელის გზა UFC-მდე