საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრის ძირითადი დრო 12:12 დასრულდა - ჩვენი გუნდისგან 3 გოლი ხვიჩა ჯახაიამ შეაგდო, 2-2 გოლი სტეფან პიეშივაცისა და ნიკა შუშიაშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითოჯერ თავი საბა ტყეშელაშვილმა, ვატო დადვანმა, ანდრია ბითაძემ, ბესარიონ ახვლედიანმა და ანდრია ვლაჰოვიჩმა გამოიჩინეს.
გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიით გადაწყდა - პენალტები ზუსტად პიეშივაცმა, ვასიჩმა, ჯახაიამ, შუშიაშვილმა და დადვანმა შეასრულეს. შედეგად, საქართველომ სერია 5:3 მოიგო და საკვალიფიკაციოს 2 ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა ჯახაია დასახელდა.
საქართველოს ნაკრები 23-გუნდიან საკვალიფიკაციო ჯგუფურ ტურნირზე ასპარეზობს და 2 ტურში 2 ქულა აქვს, რითაც ცხრილის მე-15 ადგილზეა. შემდეგ ეტაპზე საუკეთესო 16 გუნდი გადადის.
რევაზ ჩომახიძის გუნდი გადამწყვეტ, მე-3 ტურში, 9 აპრილს (15:00 საათზე), ხვდება სლოვენიას, რომელსაც 2-დან 2 წაგება აქვს - სლოვაკეთთან (8:13) და გერმანიასთან (15:22).
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია