მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ავსტრალიურ Main Event-თან საუბარში ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან შესაძლო რემატჩზე ისაუბრა.
"თუ ქვემსუბუქ წონაში დავრჩება, არავინ იმსახურებს ჩემთან ბრძოლას ვოლკანოვსკიზე მეტად. მე არ მინდა კვლავ მასთან ბრძოლა, რადგამ ის მომწონს და ვიცი, რაც მოხდება.
შესაძლოა შემდეგ ჯერზე მას ნოკაუტის მაგივრად, საბმიშენით მოვუგო. მეთოდს შევცვლი, რათა განსხვავებული მომენტები მქონდეს." - განაცხადა მატადორმა.
შეგახსენებთ, რომ თოფურია გასულ წელს ჩემპიონი სწორედ ლეგენდარულ ავსტრალიელთან მოგებული ბრძოლით გახდა.
"მახაჩევთან ბრძოლა მსურს, მაგრამ გადაწყვეტილება UFC-ზეა" - თოფურია მომავალ ბრძოლაზე
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები