სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
24 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უმარ ნურმაგომედოვის სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილს მიმართავს და ბოდიშის მზადყოფნასაც გამოთქვამს.
„მერაბის უპატივცელობა არ მინდა. თუ როგორმე ეს გავაკეთე, ბოდიშის მოხდასთან პრობლემა არ მაქვს. ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან ქვევიდან ამოვიდა და ჩემპიონი გახდა, მისი თავდაგასავალი პატივისცემას იმსახურებს. ის ძალიან შრომისმოყვარეა.
ჩვენს შორის გასაყოფი მხოლოდ საჩემპიონო ქამარია, სხვა მხრივ, შეურაცხყოფის მიზეზი არ არსებობს. თუ ჩვენი ბრძოლა ჩაინიშნა - გავარკვევთ, ვინ უფრო ძლიერია და ეგ იქნება.
თუ მე რამეს ვიტყუები, UFC-ს შეგიძლიათ ჰკითხოთ. UFC-მ მკითხა, მზად ვიყავი თუ არა, ქამრისთვის მეჩხუბა 7 დეკემბერს და მე თანხმობა განვაცხადე. ერთადერთი თვე, რომელზეც უარი ვთქვი - მარტია, იმიტომ რომ რამადანი მთელი თვე გრძელდება. არავის არ ვთხოვ, ჩემი რწმენა მიიღოს და რაიმე შეღავათი გამიკეთოს. მე რეალისტი ვარ. მესმის, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა ტიტულისთვის ბრძოლის შანსი დავკარგო და შედეგებს მე თავადვე მოვიმკი.
ვფიქრობ, თუ მერაბი მარტში ვინმესთან იჩხუბებს, ის ჩემთან ბრძოლისთვის 2025 წლის დეკემბრამდე ვეღარ მოიცლის. თუმცა, თუ ჩვენი ბრძოლა მაისში ჩაინიშნა, თუ ჯანმრთელად ვიქნები, მზად ვარ ორჯერ მეტი ვიჩხუბო წლის ბოლომდე.
ამ განცხადებების მიზეზი არის ის, რომ ამ დრამებმა დამღალა. თუ ვაპირებთ ჩხუბს, მაშინ მიიღო გამოწვევა. თუ არა, თავი აარიდე რამდენიც გინდა, მაგრამ საკმარისია ეს ლაპარაკი." - წერს უმარი სოციალურ ქსელში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები