თომას ტუხელმა დონალდ ტრამპს უპასუხა, რომელმაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მატჩში ჰარი კეინის დაცვით პოზიციებზე გამოყენების გამო გააკრიტიკა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც ჰარი კეინთან მეგობრობს, განაცხადა, რომ ინგლისმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მათი საუკეთესო თავდამსხმელი დაცვაში გადაიყვანა.
ტრამპმა ჰარი კეინის დაცვაში თამაში გააკრიტიკა
ტუხელმა პრეზიდენტის კომენტარი ირონიულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ტრამპმა თავად გასცა პასუხი საკუთარ კითხვებს, როდესაც აღიარა, რომ მწვრთნელობის არაფერი ესმის.
ინგლისის ნაკრების თავკაცმა დაამატა:
არ ვკითხულობ არც საქებარ და არც კრიტიკულ წერილებს, რადგან ამას აზრი არ აქვს. გადაწყვეტილებებს მატჩის დროს ვიღებ საკუთარ ინსტინქტებზე, ინტუიციასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.
თუ გუნდი მარცხდება, ყველა გადაწყვეტილება მცდარად ითვლება, ეს სპორტის ბუნებაა.ფეხბურთი გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე მხოლოდ დაცვითი ან შეტევითი სტრუქტურები.
მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი იმედგაცრუებისა და მოწოდებებისა, რომ ტუხელი გაეთავისუფლებინათ, ფეხბურთის ასოციაციას მისი გაშვების გეგმები არ აქვს.