სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის 1/4 ფინალში ტედი რინერთან ინციდენტის გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი დასაჯა.
ქართველმა ძიუდოისტმა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 2025 წლის 25 თებერვლამდე შეჯიბრებებში ვერ იასპარეზებს.
პარიზში თუშიშვილსა და რინერს შორის ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, ქართველი ორწუთნახევარი მეტოქეს ტოლსწორად ედგა, თუმცა საბოლოოდ ფრანგის ილეთს წამოეგო და იპონით დამარცხდა.
გამარჯვების მომტანი ილეთის შესრულების შემდეგ, რინერმა თუშიშვილს ენა გამოუყო და პროვოკაციაზე წამოგება სცადა, რაც გამოუვიდა კიდეც - ქართველმა მას ეს ქმედება არ მოუთმინა და ტატამიზე სპორტსმენებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.
შეგახსენებეთ, რომ რინერთან დაპირისპირების შემდეგ თუშიშვილმა ადგილზეც მიიღო დისკვალიფიკაცია და რეპეშაჟში ბრძოლა ვეღარ გააგრძელა, ასევე ვერ დაეხმარა საქართველოს ნაკრებს გუნდურ ასპარეზობაში.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები