საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მასპინძელ იტალიას ჩვენი დროით 22:30 საათზე შეერკინება.
ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 9 ქულით ახალი ზელანდია ლიდერობს და ბოლო ტურში ირლანდიას ეთამაშება, რომელიც 6 ქულით მეორე ადგილზეა. იტალია 4 ქულით მესამე პოზიციაზეა, საქართველოს კი 2 ქულა აქვს.
შესაბამისად, ბოლო ტურის წინ საქართველოს მეორე ადგილის დაკავების შანსი აქვს. ამისათვის ლადო კილასონიას შეგირდებმა იტალიას ბონუს-ქულით უნდა მოუგონ, ირლანდიამ კი ახალ ზელანდიასთან ქულა ვერ აიღოს. მხოლოდ გამარჯვება ჩვენს გუნდს მესამე ადგილს დაუბევებს.
საქართველოს შემადგენლობა იტალიასთან ცნობილია.
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. დათა ახვლედიანი (ლელო), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).
რაგბის გურუ - U20 მსოფლიო ჩემპიონატი - ტური 3