უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი მარკეტა ვონდროუშოვა 4-წლიანი დისკვალიფიციით დაისაჯა მას შემდეგ, რაც 2025 წლის დეკემბერში დოპინგ-ტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ ჩოგბურთის საერთაშორისო ინტეგრაციის სააგენტომ (ITIA) განაცხადა.
ჩეხ ჩოგბურთელს დისკვალიფიკაციის ვადა 2030 წლის 21 ივნისს ამოეწურება, როდესაც ის 30 წლის იქნება.
გრანდ სლემის ორგზის ფინალისტი ამ დრომდე ვერ შეძლებს პროფესიონალურ ტურნირებში მონაწილეობას.
ITIA-ს განცხადების თანახმად, 3 დეკემბერს, საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე, ვონდროუშოვას სახლში არაგეგმური დოპინგ-კონტროლის დროს ოფიცერმა მას ნიმუშის ჩაბარება მოსთხოვა, თუმცა ჩოგბურთელმა უარი თქვა.
სასამართლო მოსმენაზე ვონდროუშოვამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა სტრესმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა და საკუთარი უსაფრთხოების მიმართ არსებულმა შიშმა.
თუმცა, ტრიბუნალმა დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები „არ შეიცავდა დამაჯერებელ გამართლებას“ დოპინგ-ტესტზე უარისთვის, რის გამოც ITIA-მ მას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა.
მსოფლიოს ყოფილ მე-6 ნომერს იანვრის შემდეგ არ უთამაშია. ის ადელაიდის საერთაშორისო ტურნირს მხრის ტრავმის გამო გამოეთიშა.
ვონდროუშოვა უიმბლდონის ჩემპიონი 2023 წელს გახდა. მან ფინალში ტუნისელი ონს ჟაბორი დაამარცხა.