ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ბრუნდება.
უიმბლდონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი, სერენა უილიამსი დაბრუნდა და გრენდ სლემზე როგორც წყვილში, თავის დასთან, ვენუს უილიამსთან ერთად, ისე ერთეულთა თანრიგშიც იასპარეზებს.
ორივეზე მოსახვედრად სერენამ ორგანიზატორებისგან wild-card მიიღო და ძირითად ბადეში შეძლებს მონაწილეობას.
სერენა უილიამსი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ჩოგბურთელია, რომლის ანგარიშზეც 39 გრენდ სლემის ტიტულია (23 ერთეულებში, 14 წყვილებში და 2 შერეულ წყვილებში).
რაც შეეხება უშუალოდ უიმბლდონს, მისი მოგება სერენამ ერთეულებში 7-ჯერ შეძლო, უკანასკნელად 2016 წელს. მთლიანობაში კი ლონდონის კორტებზე ამერიკელმა წარმატებას 14-ჯერ მიაღწია (7 ერთეულებში, 6 წყვილებში და 1 შერეულ წყვილებში).
ამერიკელმა კარიერა 2022 წელს, ამერიკის ღია პირველობის შემდეგ დაასრულა და წელს, 4-წლიანი პაუზის შემდეგ, დაბრუნება გადაწყვიტა.