ჩელსიმ ახალი სეზონის წინ სარეზერვო და ასაკობრივი გუნდების სახელი უჩვეულო ფორმით შეცვალა.
კლუბმა U21 და U19 გუნდებს ახალი სახელით Cobham Next Gen-ით (CNG) წარადგენს.
აღნიშნული გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ გუნდის ასაკობრივი პროფილი რეალობას უფრო ზუსტად უნდა ასახავდეს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი Premier League 2-ში U21 დივიზიონში ასპარეზობს, გასულ სეზონში მათი საშუალო ასაკი უფრო U18 ჯგუფს ჰგავდა, რადგან შემადგენლობაში ხშირად 16 წლის ფეხბურთელებიც თამაშობდნენ.
ახალი სახელი ხაზს უსვამს აკადემიის მთავარ როლს - ეს არის ბოლო საფეხური ახალგაზრდებიდან მთავარ გუნდში გადასვლის გზაზე.