ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ვარსკვლავური შემადგენლობა - სერბეთის 12-კაციანი განაცხადი ევრობასკეტისთვის ცნობილია
კალათბურთიკალათბურთი

ვარსკვლავური შემადგენლობა - სერბეთის 12-კაციანი განაცხადი ევრობასკეტისთვის ცნობილია

24 აგვ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალურად დაადასტურა თავისი 12-კაციანი შემადგენლობა მოახლოებული ევრობასკეტ 2025-ისთვის, რომლის მთავარი ვარსკვლავიც NBA-ის სამგზის MVP, ნიკოლა იოკიჩი არის.


მთავარმა მწვრთნელმა სვეტისლავ პეშიჩმა გუნდის განაცხადი საბოლოოდ შეადგინა შვიდიდან შვიდი გამარჯვებით დასრულებული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რაც მათთვის ზაფხულის ყველაზე დიდი ტურნირის წინ იდეალური მზადება აღმოჩნდა.


ალექსა ავრამოვიჩი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, ოგნიენ დობრიჩი, მარკო გუდურიჩი, ნიკოლა იოკიჩი, ნიკოლა იოვიჩი, სტეფან იოვიჩი, ვანია მარინკოვიჩი, ვასილიე მიჩიჩი, ნიკოლა მილუტინოვი, ფილიპ პეტრუშევი, ტრისტან ვუკჩევიჩი.


არწივებმა ამ ზაფხულს შთამბეჭდავად იფრინეს – მოიგეს შვიდივე ამხანაგური შეხვედრა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, პოლონეთთან, საბერძნეთთან, კვიპროსთან, ჩეხეთთან, გერმანიასთან და სლოვენიასთან. ლუკა დონჩიჩისა და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ კი 34-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.


2007 წლიდან სერბეთის სახელით ასპარეზობის დაწყების შემდეგ, მათ ორჯერ მოიპოვეს ვერცხლის მედალი ევრობასკეტზე – 2009 და 2017 წლებში, მაგრამ ევროპის ჩემპიონის ტიტული ჯერ კიდევ აკლიათ.


სერბეთმა ასევე მოიპოვა ვერცხლის მედალი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ბრინჯაო პარიზის 2024 ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ნახევარფინალში ცოტა დააკლდათ აშშ-ის დასამარცხებლად.


ახლა მიზანი ერთია - ევროპის ჩემპიონებად დაბრუნდნენ ბელგრადში. ამ შემადგენლობას, ალბათ, ყველაზე მეტი ტალანტი და გამოცდილება აქვს ყველა მონაწილე გუნდს შორის.


სვეტისლავ პეშიჩის გუნდი ჯგუფურ ეტაპს რიგაში ჩაატარებს, სადაც ჯგუფში მასპინძელ ლატვიასთან ერთად შეხვდება ესტონეთს, პორტუგალიას, ჩეხეთსა და თურქეთს. სერბეთის ნაკრები ტურნირს 27 აგვისტოს, ესტონეთთან მატჩით გახსნის.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ევრობასკეტი
სერბეთი
იოკიჩი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: ნიკოლა იოკიჩის ზედიზედ მეორე სამმმაგი დუბლი

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ნიკოლა იოკიჩის ზედიზედ მეორე სამმმაგი დუბლი
•კალათბურთი

კალათბურთი

ევრობასკეტ 2025-ის საუკეთესო ხუთეული და MVP ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

ევრობასკეტ 2025-ის საუკეთესო ხუთეული და MVP ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

გერმანიამ თურქეთი დაამარცხა და ევრობასკეტის გამარჯვებული გახდა EuroBasket

•კალათბურთი

კალათბურთი

გერმანიამ თურქეთი დაამარცხა და ევრობასკეტის გამარჯვებული გახდა EuroBasket
•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია - FIBA-მ რეიტინგი განაახლა

•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია - FIBA-მ რეიტინგი განაახლა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

7 სთ წინ

VIDEO: ნიკოლა იოკიჩის ზედიზედ მეორე სამმმაგი დუბლი

News image

14 სექ, 2025

ევრობასკეტ 2025-ის საუკეთესო ხუთეული და MVP ცნობილია

News image

14 სექ, 2025

გერმანიამ თურქეთი დაამარცხა და ევრობასკეტის გამარჯვებული გახდა EuroBasket

News image

18 სექ, 2025

საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია - FIBA-მ რეიტინგი განაახლა