VIDEO: 1 გოლი და 2 წითელი ბარათი - გიჟური სუპერკლასიკო ბომბონერაზე
02 ნოე, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბოკა ხუნიორსმა ბუენოს აირესში, ლა ბომბონერას სტადიონზე გამართულ სუპერკლასიკოში რივერ პლეიტი 1:0 დაამარცხა.
სტუმრებმა შეხვედრა 9 ფეხბურთელით დაასრულეს, რადგან 2 მოთამაშე მოედნიდან გააძევეს.
ბოკას მცველმა ლაუტარო დი ლოლომ 27-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. მან ბურთი მეტოქის კარში თავური დარტყმით გადაგზავნა და საკუთარ გუნდს კლაუსურას ტურნირის მე-15, ბოლოსწინა ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
შეხვედრას ბოკას დაახლოებით 50 000 გულშემატკივარი ესწრებოდა. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მინიმალური უპირატესობა მატჩის დასრულებამდე შეინარჩუნეს.
რივერი მოედანზე კაცნაკლული უკვე მე-9 წუთზე დარჩა, როდესაც მცველმა ლუკას მარტინეს კუარტამ წითელი ბარათი მიიღო.
79-ე წუთზე სტუმრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, გონსალო მონტიელმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
ამ გამარჯვების შემდეგ ბოკა ხუნიორსი კლაუსურას A ჯგუფში მე-2 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო წლიურ სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე დაბრუნდა.
ამით გუნდმა 2027 წლის კოპა ლიბერტადორესის საგზურის მოპოვების შანსები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
რაც შეეხება რივერ პლეიტს, გუნდი კლაუსურას B ჯგუფში მე-4 ადგილზე დარჩა, თუმცა წლიურ სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
აღნიშნული ცხრილიდან კოპა ლიბერტადორესის საგზურის მოსაპოვებლად 3 ადგილია გამოყოფილი.