VIDEO: 10-კაციანმა ჩელსიმ არსენალთან დერბიში ქულა მოიპოვა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში, სტემფორდ ბრიჯზე ლონდონური დერბი გაიმართა, სადაც ჩელსიმ არსენალს უმასპინძლა.
38-ე წუთზე ჩელსი რთულ ვითარებაში ჩავარდა, მსაჯმა მოიზეს კაისედოს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენ და მოედნიდან გააძევა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი სწრაფი გოლით დაიწყო. 48-ე წუთზე რის ჯეიმსის პასის შემდეგ ტრევო ჩალობამ მასპინძლები წინ გაიყვანა.
59-ე წუთზე არსენალმა საბოლოოდ ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით და გოლი გაიტანა. ანგარიში მიკელ მერინომ თავური დარტყმით გაათანაბრა, რომელმაც საბოლოოდ არტეტას გუნდს ქულა მოუტანა.
მატჩის ბოლომდე აღარაფერი შეცვლილა და ლონდონური დერბი ფრედ, 1-1 დასრულდა.
არსენალს ცხრილში 30 ქულა დაუგროვდა და ერთპიროვნული ლიდერია, ლონდონელები მანჩესტერ სიტის 5 ქულით უსწრებენ, ჩელსი კი 24 ქულით მე-3 პოზიციაზეა.