VIDEO: 5 გოლი და წითელი ბარათი! ინტერმა იტალიური დერბი ბოლო წუთებზე მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია A-ს 25-ე ტურში ინტერმა საკუთარ მოედანზე იუვენტუსს მძიმე ბრძოლაში მოუგო.
შეხვედრა სტადიონ ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და კრისტიან კივუს გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
26-ე წუთზე ანგარიში 1:1 იყო და ორივე გოლი ერთმა ფეხბურთელმა, ანდრეა კამბიასომ გაიტანა — ჯერ საკუთარ კარში ჩაჭრა, შემდეგ კი ინტერს გაუტანა.
32-ე და 42-ე წუთებზე იუვეს მცველმა კალულუმ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და ტურინული გუნდი კაცნაკლული დატოვა.
რიცხობრივი უპირატესობით ინტერმა 76-ე წუთზე ისარგებლა, როცა ესპოზიტომ შეძლო ნერაძურის დაწინაურება.
ლოკატელიმ 84-ზე ანგარიში კვლავ გაათანაბრა, თუმცა ჟელინსკიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გამარჯვების გოლი შეაგდო და ინტერს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
25 მატჩის შედეგად ინტერი 61 ქულით ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს და მილანს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს, 8 ქულით უსწრებს, იუვენტუსი კი 46 ქულით მე-5 ადგილზეა.