VIDEO: როცა ასაკი მართლა უბრალოდ ციფრებია — 40 წლის ლუკა მოდრიჩმა მილანს ბოლო წუთებზე მოაგებინა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურში მილანმა სტუმრად პიზა 2:1 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი მატჩის 85-ე წუთზე 40 წლის ლუკა მოდრიჩმა გაიტანა და თავის გუნდს საჩემპიონო ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ანგარიში 39-ზე ლოფტუს-ჩიკმა გახსნა და ალეგრის გუნდი 71-ე წუთამდე იგებდა, რის შემდეგაც მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს და საქმეში ოქროს ბურთის გამარჯვებულს მოუწია ჩართვა.
მატჩის მიწურულს 1 წუთსი ორი ყვითელი ბარათი ადრიენ რაბიომ მიიღო და მილანს თამაშის ჩამთავრება 10 კაცით მოუწია.
მილანმა 53 ქულა დააგროვა და ლიდერ ინტერთან 5-ქულიანი ჩამორჩენა აღადგინა, პიზა კი 15 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.