მიუხედავად იმისა, რომ კომომ ინტერის წინააღმდეგ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და სერია ა-ს ფავორიტთან დამარცხდა, ნიკო პასმა კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ამ თამაშით მან დაამტკიცა, რომ რეალში სათამაშოდ სრულიად მზად არის.
სესკ ფაბრეგასი ყველაფერს გააკეთებს თავისი მთავარი მარგალიტის შესანარჩუნებლად, თუმცა რეალ მადრიდი ამას სავარაუდოდ არ დაუშვებს. უკვე თვეებია ესპანური მედია წერს, რომ ფლორენტინო პერესსა და სამეფო კლუბს აკადემიის აღზრდილის სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნება დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ.
რეალში ყოველთვის იცოდნენ, რომ პასი დიდი ვარსკვლავი გახდებოდა. ის კომოში მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ ყველა მატჩში სასტარტოში ყოფილიყო და ფაბრეგასის საინტერესო პროექტის ცენტრალური ფიგურა გამხდარიყო. შედეგი კი სახეზეა.
ინტერთან მატჩში ნიკო პასი ფანტასტიური იყო. პირველი ტაიმის ბოლოს მან არაფრისგან შექმნა ორი გოლი. ჯერ იან ზომერს აიძულა ურთულესი ბურთის მოგერიება საოცარი დრიბლინგის შემდეგ, შემდეგ კი ზუსტი დარტყმით თავად გაიტანა. კომოს მესამე გოლშიც პასმა გადამწყვეტი როლი ითამაშა - მან პენალტი მოიპოვა.
ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ასე თამაშით პასმა დაამტკიცა, რომ ის რეალ მადრიდის დონისაა.