მენდის დიდი დაბრუნება - არბელოამ მიუნხენური ბრძოლისთვის შემადგენლობა დაასახელა
რეალ მადრიდი მიუნხენში ისეთი მოთამაშეების გარეშე მიემგზავრება, როგორიც ტრავმირებული კურტუა და როდრიგოა, ჩუამენი კი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
სამეფო კლუბისთვის სეზონის ბედი ახლა წყდება. მადრიდელები მიუნხენში იმ იმედით ჩადიან, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ქამბექს შეასრულებენ და ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ.
ალვარო არბელოას საბოლოოდ მოუწევს ფონს გასვლა კურტუას, როდრიგოსა და ჩუამენის გარეშე, თუმცა გუნდში კარგი სიახლეა - განაცხადში ფერლან მენდი დაბრუნდა.
ტექნიკური გადაწყვეტილების გამო, გუნდს ვერ დაეხმარება რაულ ასენსიო, რომელიც განაცხადს მიღმა დარჩა.
რეალ მადრიდი იმის გაკეთებას აპირებს, რაც მიმდინარე სეზონში ჯერ არავის გამოუვიდა: დაამარცხოს ბაიერნი მისსავე მოედანზე და ბერნაბეუზე განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალოს.