VIDEO: 5 საგოლე მოქმედება 5 მატჩში - ხორხელი მაგარ ფორმაშია
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუკა ხორხელმა, სლოვაკეთის NIKE LIGA-ს საჩემპიონო ჯგუფის მე-8 ტურში, პოდბრეჟოვას სტუმრად გაუტანა. მისმა სპარტაკ ტრნავამ 3:0 მოიგო.
ქართველი შემტევი, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაშია, ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მე-4 მატჩში მოხვდა და მე-60 წუთზე საბოლოო ანგარიში ახლო მანძილიდან დარტყმით დააფიქსირა. ლუკამ 84-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი მოისწრაფიშვილი კი ტრნაველთა განაცხადში არ ყოფილა.
ხორხელმა სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო 5 ტურში ამდენივე საგოლე მოქმედება შეასრულა - 4 გოლი, 1 ასისტი. ყველა ტურნირის ეგიდით, 27 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.
სპარტაკ ტრნავა NIKE LIGA-ს სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზეა და ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. გურამ კაშიას სლოვან ბრატისლავა უკვე ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები კი ევროპა ლიგის საგზურს მიიღებენ.
მომდევნო ტურში, 10 მაისს, ქართული დაპირისპირებაა - ხორხელისა და მოისწრაფიშვილის ტრნავა სანდრო ნარიმანიძის ჟილინას უმასპინძლებს.