იტალიის ქალაქ ტურინში ATP-ის 2025 წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო.
ტურნირი კარლოს ალკარისისა და ალექს დე მინორის მატჩით გაიხსნა, რომელშიც ესპანელმა 2 სეტში (7-6, 6-2) იმარჯვა.
ალკარასთან და დე მინორთან ერთად ჯგუფში ტეილორ ფრიცი და ლორენცო მუზეტი არიან.
მეორე ჯგუფში კი ალექსანდერ ზვერევი, ფელიქს ოჟე-ალიასიმი, იანიკ სინერი და ბენ შელტონი იასპარეზებენ.
ATP-ის შემაჯემებელი ტურნირი 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.