მაიამის 1000-ქულიან მასტერსზე ქალთა ფინალური მატჩი გაიმართა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი არინა საბალენკა და მე-4 ნომერი კოკო გოფი დაუპირისპირდნენ.
მატჩი 2 საათი და 11 წუთი გაგრძელდა და საბალენკას გამარჯვებით 3 სეტში (6-2, 4-6, 6-3) დასრულდა.
არინამ ჩემპიონობის გზაზე 4 ამერიკელი - ლი, მაკნელი, ბაპტისტი და გოფი დაამარცხა. ამასთან მან ჩინელ ჟენგსა და ყაზახ რიბაკინას მოუგო. საბალენკამ სეტი მხოლოდ ფინალში წააგო.
არინა საბალენკა გახდა მე-5 ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც ინდიან უელსი და მაიამის მასტერსი ერთ წელს მოიგო (გრაფი, კლაისტერსი, აზარენკა, შვიონტეკი).