• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: ასხლეტით ჩაგდებული გადამწყვეტი 3-ქულიანი ოვერტაიმში - ტორონტომ სერია მე-7 მატჩში გადაიყვანა
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

VIDEO: ასხლეტით ჩაგდებული გადამწყვეტი 3-ქულიანი ოვერტაიმში - ტორონტომ სერია მე-7 მატჩში გადაიყვანა

02 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა კლივლენდ კავალიერსთან სერიაში ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი მე-7 მატჩით გადაწყდება. კანადელებმა, ოვერტაიმით, 112:110 გაიმარჯვეს.


ოვერტაიმის ბოლო წამები სუპერ დრამატული გამოდგა - სირენამდე 11 წამით ადრე ბურთს კლივლენდელები ფლობდნენ, თუმცა დაკარგეს და 1.2 წამით ადრე არ ჯეი ბერეტმა სამქულიანი რთულად ჩააგდო, რის შემდეგაც სამქულიანი კლივლენდელებმაც ისროლეს და ცოტა დააკლდათ.


ბერეტის გამარჯვების სამქულიანის ასხლეტით ჩაგდებამ შეიძლება, კავაი ლეონარდის 2019 წლის ლეგენდარული 4-ასხლეტიანი ბაზერ ბითერი გაგვახსენა, აღმოსავლეთ კონფერენციის 1/2 ფინალის მე-7 მატჩში.


გამარჯვებულთა შორის, სოლიდური ორმაგი დუბლი სკოტი ბერნსმა შეასრულა - 25 ქულა, 7 მოხსნა, 14 ასისტი (გარდა ამისა, 3-3 ჩაჭრა და დაფარება), არ ჯეი ბერეტმა 24 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი ჩაიწერა აქტივში, ხოლო ჯეი'კობ უოლტერსა (24 ქულა, 5 მოხსნა) და კოლინ მარეი-ბოილსს (17 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი) ასევე მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდათ.


სკოტი ბერნსი, 1997 წლის შემდეგ მხოლოდ მე-8 კალათბურთელია, ვინც პლეი-ოფის მატჩის ერთ ტაიმში მინიმუმ 14 ქულა და 10 ასისტი დააგროვა.


კლივლენდის მხარეს, ევან მობლიმ ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა - 26 ქულა, 14 მოხსნა, 3 ასისტი, თავიანთი როლი ჰქონდათ დონოვან მიტჩელს (24 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი), ჯეიმს ჰარდენსა (16 ქულა, 9 მოხსნა, 9 ასისტი) და ჯარეტ ალენს (14 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი).


რაც შეეხება მამუკელაშვილს, 14:24 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 2 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი შესძინა. გარდა ამისა, 1-1 ჩაჭრა და დაფარებაც მიითვალა.


სერიაში ანგარიში 3:3 გახდა და აქამდე ყველა შეხვედრა მასპინძლის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ პლეი-ოფის ეგიდით, ტორონტოს კლივლენდში ზედიზედ 10 მატჩი აქვს წაგებული (მათ შორის 3 ამ სერიისას).


მოედნის უპირატესობა კლივლენდს აქვს, რაც ნიშნავს, რომ გუნდები გადამწყვეტ, მე-7 თამაშს მის როკეტ არენაზე ითამაშებენ - 4 მაისის 03:30 საათზე.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი ნბა
კალათბურთი
სანდრო მამუკელაშვილი
საქართველო
ტორონტო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დასანანი მარცხი - საქართველოში რაგბის U20 მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

•ქართული

ქართული

დასანანი მარცხი - საქართველოში რაგბის U20 მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო
•ქართული

ქართული

მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტია - ლეიკერსი ქართველით ინტერესდება

•კალათბურთი

კალათბურთი

მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტია - ლეიკერსი ქართველით ინტერესდება
•კალათბურთი

კალათბურთი

კავაი ლეონარდი ყოფილ გუნდში ბრუნდება

•კალათბურთი

კალათბურთი

კავაი ლეონარდი ყოფილ გუნდში ბრუნდება
•კალათბურთი

კალათბურთი

ლეიკერსი სანდრო მამუკელაშვილის დამატებასთან ახლოსაა

•კალათბურთი

კალათბურთი

ლეიკერსი სანდრო მამუკელაშვილის დამატებასთან ახლოსაა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

27 ივნ, 2026

დასანანი მარცხი - საქართველოში რაგბის U20 მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

News image

30 ივნ, 2026

მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტია - ლეიკერსი ქართველით ინტერესდება

News image

14 სთ წინ

კავაი ლეონარდი ყოფილ გუნდში ბრუნდება

News image

1 სთ წინ

ლეიკერსი სანდრო მამუკელაშვილის დამატებასთან ახლოსაა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება