VIDEO: ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
27 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობაზე კაცთა თანრიგში პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება გაიმართა.
ალექსანდერ ზვერევი ლერნერ ტიენს დაუპირისპირდა და 4 სეტში (6-3, 6-7, 6-1, 7-6) დაამარცხა. გერმანელმა ამერიკელთან 24 ეისი შეასრულა.
ზვერევი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში კარიერაში მეოთხედ გავიდა, ჯამში კი დიდი სლემის ნახევარფინალში მეათედ ითამაშებს. გერმანელმა ნახევარფინალის გზაზე დიალო, მიულერი, ნორი, სერუნდოლო და ტიენი დაამარცხა.
ნახევარფინალში ზვერევი კარლოს ალკარასსა და ალექს დე მინორს შორის გამარჯვებულს შეხვდება.