გერმანიის ბუნდესლიგის პირველ ტურში მიუნხენის ბაიერნმა ალიანც არენაზე შტუტგარტი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე დაიო უპამეკანომ გახსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი ამ გოლით მოიგეს.
მეორე ტაიმის სტარტზე, 52-ე წუთზე იოშა ვაგნომანმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა ამის შემდეგ ბაიერნმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.
55-ე წუთზე მაიკლ ოლისემ მიუნხენური გუნდი წინ გაიყვანა, 57-ე წუთზე ვაგნომანმა უკვე ავტოგოლი გაიტანა, 63-ე წუთზე ოლისეს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა.
82-ე წუთზე თავი ალექსანდარ პავლოვიჩმაც გამოიჩინა, კომპენსირებულ დროში კი საბოლოო ანგარიში ლუის დიასი დააფიქსირა და ბაიერნმა შტუტგარტი 5-1 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა ახალწვეულმა ისმაელ საიბარიმ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბუნდესლიგის მეორე ტურში ვინსენ კომპანის გუნდი შალკეს ესტუმრება, შტუტგარტი კი საკუთარ მოედანზე კიოლნს მიიღებს.