VIDEO: ბაიერნმა ორი გოლის გაშვების შემდეგ თამაში მოატრიალა
22 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში ბაიერნმა ალიანც არენაზე ფრაიბურგი მიიღო.
მატჩი მოულოდნელად ფრაიბურგის უპირატესობით დაიწყო, მე-12 წუთზე ანგარიში იუიტო სუზუკიმ გახსნა, ხოლო აქედან 5 წუთში იოჰან მანზამბიმ გაზარდა სხვაობა ორამდე.
22-ე წუთზე ერთი ბურთი ახალგაზრდა ლენარტ კარლმა გაქვითა, ტაიმის ბოლოს კი ანგარიში მაიკლ ოლისემ გაათანაბრა.
მეორე ტაიმში ბაიერნმა ქამბექი ბოლომდე მიიყვანა და კიდევ 4 უპასუხო გოლი გაიტანა. 55-ე წუთზე დაიო უპამეკანომ გამოიჩინა თავი, მე-60 წუთზე კი ჰარი კეინმა თავისი მორიგი გოლი გაიტანა.
78-ე წუთზე ნიკოლას ჯექსონმაც გაიტანა გოლი, 84-ე წუთზე კი ოლისემ დუბლი შეასრულა და მატჩს წერტილი დაუსვა (6-2).
კომპანის გუნდი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კვლავ დაუმარცხებელია და 31 ქულით ცხრილს ერთპიროვნულად, 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.