VIDEO: ბელინგემისა და მბაპეს დომინაცია - რეალმა მალაგა გაანადგურა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურში მადრიდის რეალმა ბერნაბეუზე მალაგა მიიღო.
ჟოზე მოურინიოს გუნდმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. მე-19 წუთზე შესანიშნავი სოლო-რეიდის შემდეგ ანგარიში ჯუდ ბელინგემმა გახსნა.
26-ე წუთზე ინგლისელი ნახევარმცველის თავურ დარტყმას ალფონსო ერეროს ავტოგოლი მოჰყვა, 30-ე წუთზე კი თავისი გოლი კილიან მბაპემაც გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გაუკეთა.
მატჩის ბოლოს მადრიდელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა არდა გიულერმა ვინისიუს ჟუნიორის პასის შემდეგ საბოლოო ანგარიში (4-0) დააფიქსირა.
მოურინიოს რეალმა ლა ლიგის სეზონი 3-დან 3 გამარჯვებით დაიწყო, გაიტანა 10 გოლი და გაუშვა 2. მომდევნო ტურში მადრიდელები ბეტისს ესტუმრებიან.
3 მატჩის შემდეგ კილიან მბაპეს ლა ლიგაში უკვე 4 გოლი აქვს, ჯუდ ბელინგემის ანგარიშზე კი 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.