VIDEO: "ბეტმენი და რობინი" - კარიმ და ბატლერმა გოლდენი პლეიოფში გაიყვანეს
16 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პლეი-ინ ტურნირში გოლდენ სტეიტ უორიორსი მემფის გრიზლისს შეხვდა და 121-116 დაამარცხა.
გამარჯვებულ ოქროს შტატელებს ჯიმი ბატლერმა და სტეფ კარიმ ულიდერეს.
ბატლერმა 38 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, სტეფის მონაგარი კი 37 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტი იყო.
ამ მოგებით გოლდენი პლეიოფში გავიდა, სადაც ჰიუსტონ როკეტსს შეხვდება.
"ვფიქრობ, ყველა გუნდს აქვს შანსი როცა მე გუნდში ვარ და ასევე როცა სტეფია გუნდში. მე რობინი ვარ, ის კი ჩემი ბეტმენია." - განაცხადა ბატლერმა მატჩის შემდეგ.