VIDEO: ინდიანა და ბოსტონი შემდეგ ეტაპზე არიან, დეტროიტმა და დენვერმა მე-5 მატჩები მოიგეს
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პლეიოფში 4 მატჩი გაიმართა და ორ შემთხვევაში სერია დაიხურა.
ინდიანა პეისერსმა ოვერტაიმში მილუოკი ბაქსი 119-118 დაამარცხა და სერია ანგარიშით 4-1 დახურა.
იანის ანტეტოკუნმპოს სამმაგი დუბლი (30 ქულა, 20 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა) საკმარისი არ აღმოჩნდა, ტაირეს ჰალიბარტონმა კი 26 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ინდიანა მომდევნო ეტაპზე კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ მაიამი ჰიტს მოუგო სერია 4-0.
სერიაში ანგარიში 3-2 გახადა დეტროიტ პისტონსმა, რომელმაც ნიუ იორკ ნიქსს 103-106 მოუგო.
24 ქულა, 8 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში კეიდ კანინგემმა.
გუნდებს შორის მე-6 მატჩი 2 მაისს გაიმართება.
თავისი სერია დახურა ბოსტონ სელტიკსმაც, რომელმაც ორლანდო მეჯიქს 120-89 აჯობა, ჯამში კი სერია 5-1 მოიგო.
ჯეისონ ტეიტუმმა 35 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ბოსტონი მომდევნო ეტაპზე ნიუ იორკსა და დეტროიტს შორის გამარჯვებულს დაელოდება.
<
დაძაბული სიტუაციაა სერიაში დენვერ ნაგეტსსა და ლოს ანჯელეს კლიპერსს შორის. მე-5 მატჩი დენვერის გამარჯვებით 131-115 დასრულდა და სერიაში ანგარიში 3-2 გახდა.
ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ჯამალ მარის, რომელმაც 43 ქულით ულიდერა გუნდს.
გუნდებს შორის მე-6 მატჩი 2 მაისს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებულს მომდევნო ეტაპზე ოკლაჰომა სიტი თანდერი ელოდება, რომელმაც მემფისს მოუგო სერიაში 4-0.