VIDEO: გამარჯვება 1-ქულიანი სხვაობით - ორლანდომ უშუალო კონკურენტი დაამარცხა
06 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ერთ-ერთი კონკურენტი მაიამი ჰიტი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (106:105) და მოგებების რაოდენობით გაუთანაბრდა.
მეჯიქს ფრანც ვაგნერმა (32 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი) და ჯეილენ საგსმა (22 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი) ულიდერეს.
რაც შეეხება გოგას, მან 20:29 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 8 ქულა, 8 მოხსნა და 1 ასისტი შესძინა. 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ასევე, 1 ბლოკიც ჰქონდა.
ფლორიდელები კარგ სვლაზე არიან და ბოლო 5-დან მე-4, ხოლო ბოლო 9-დან მე-7 მატჩში მოიპოვეს გამარჯვება.
23 მატჩის შემდეგ, ორლანდომ მე-14 გამარჯვება იზეიმა და, ბოსტონთან და იმავე მაიამისთან ერთად, აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს - წინ, 15-15 მოგებით, ნიუ იორკ ნიქსი და ტორონტო რეპტორსი არიან.