VIDEO: მაიამის მოუგეს - გოგას ორლანდო თასის 1/2 ფინალში გავიდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, NBA CUP-ის 1/4 ფინალში, მაიამი ჰიტი დაამარცხა და 1/2 ფინალურ ეტაპზე ნიუ იორკ ნიქსს შეხვდება.
ფლორიდელებმა პირველი მეოთხედი 13-ქულიანი სხვაობით დათმეს, თუმცა დანარჩენი სამივე მეოთხედი მოიგეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს - 117:108.
ქართველმა 17:06 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი შესძინა.
როგორც აღვნიშნეთ, მეჯიქი 1/2 ფინალში გავიდა ნიუ იორკ ნიქსზე, რომელმაც, თავის მხრივ, 1/4 ფინალური დაპირისპირება სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსს 16-ქულიანი სხვაობით მოუგო - 117:101.
გუნდები 1/2 ფინალურ შეხვედრას, 14 დეკემბრის 02:30 საათიდან, ორლანდოში ითამაშებენ.