VIDEO: საგოლე შანსი ჰქონდა - ჩაკვეტაძემ უოტფორდის ძირითადში ზედიზედ მეორედ ითამაშა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თითქმის 8-თვიანი ტრავმის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩში მოხვდა. მისმა გუნდმა ჩემპიონშიფის ბოლოადგილოსან შეფილდ უენსდისთან შინ 1:1 ითამაშა.
ქართველმა ნახევარმცველმა 69-ე წუთამდე ითამაშა და მატჩის დასაწყისში კარგი საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეკარემ აუღო. ბურთს 47-ჯერ შეეხო, კარში ზუსტად ერთხელ დაარტყა, 25-დან 20 პასი ზუსტად შეასრულა, 10-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო, 3-დან 1 წარმატებული ვარდნა ჰქონდა.
20 ტურის შემდეგ, უოტფორდმა 28 ქულა მოაგროვა და მე-11 ადგილზეა - საპლეიოფო მე-6 ადგილს 3 ქულით ჩამორჩება.
ჩაკვეტაძის გუნდი 13 დეკემბერს შეხვდება ვრექსემს, რომელსაც მასზე 1 ქულით ნაკლები აქვს.