საქართველოს კრივის 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 15 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
გერმანიის ქალაქ კინბაუმში გასამართ ტურნირზე ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია:
46 კგ. ანანო ქობულაშვილი;
50 კგ. ანასტასია ჯოლოხავა;
54 კგ. მარიმ ნაკანი;
57 კგ. ანასტასია ჩოკორაია;
66 კგ. ლილე ვაჩაძე;
+80კგ. ნაზი შაქარაშვილი;
46 კგ. რატი ხარბედია;
48 კგ. შალვა ბერიძე;
50 კგ. ემილ ისმაილოვი;
52 კგ. ზაზა მდინარაძე;
54 კგ. მირიან ვოლოშინი;
60 კგ. ბექა ოქრუაშვილი;
63 კგ. თამაზ გაბელია;
80 კგ. ალექსანდრე ბალაძე;
+80 კგ. ჰასან აკპინარი.
საქართველოს დელეგაციას ფედერაციის პრეზიდენტი, ბექა ლობჟანიძე ხელმძღვანელობს, გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლერი ნაკანია, ხოლო ვაჟთა ნაკრების - ნიკა იზორია.
კრივის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 10 დეკემბერს იწყება და 17 დეკემბერს, ფინალური ბრძოლებით დასრულდება.