სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ბიატლის, ტრიატლისა და ლაზერული სირბილის მსოფლიო ჩემპიონატზე, 15-წლამდელთა შორის, მართა ჭაფოძემ და ვახტანგ კანკიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შერეულ ესტაფეტაში, ჭაფოძე-კანკიას წყვილმა მე-3 შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ასევე, მართა და ვახტანგი ბიატლში ინდივიდუალურ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.