მოფარიკავე გიორგი ურუშაძე, კადეტთა შორის, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის განახლებული რეიტინგის მიხედვით, 16 წლის ქართველ სპორტსმენს 233 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზე მყოფ თურქ ჯანდენიზ ბერაკს 39 ქულით უსწრებს.
აქვე აღვნიშნოთ, რომ სანდრო ბაზაძე ფარიკაობის მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ხმლით ფარიკაობაში, ახალგაზრდებს შორის, ალექსანდრა კუვაევა მსოფლიო რეიტინგის მე-4 პოზიციაზეა.