დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდი UEFA Youth League-ის მთავარ ეტაპზე გასვლასთან ერთ ნაბიჯშია. დღეს დინამო მინსკთან საკვალიფიკაციოს ფინალის საპასუხო შეხვედრას დინამო არენაზე ჩაატარებენ.
გუნდებს შორის 5 დეკემბერს გამართული მატჩი, ჰალიდ დოლტმურზიევისა და გიორგი გვასალიას გოლებით, ჩვენებმა 2:0 მოიგეს.
თუკი დინამო თბილისი ბელარუსულ ბარიერს გადალახავს, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფის 1/16 ფინალურ ეტაპზე გავა - იქ, სადაც ევროპის საუკეთესო კლუბების ახალგაზრდული გუნდები თამაშობენ.
პირველი შემთხვევაა, როცა ქართული კლუბი ამ ტურნირის საკვალიფიკაციოს ფინალამდე გავიდა, მთავარ ეტაპზე გასვლა კი კიდევ ერთი დიდი ისტორიული ფურცელი იქნება.
ტურნირი 2013-14 წლების სეზონიდან ტარდება და მისი მოქმედი ჩემპიონი ბარსელონაა, რომელსაც ტიტული 3-ჯერ აქვს მოგებული. 2-გზის ჩემპიონია ჩელსი, თითოჯერ კი გათამაშება ბენფიკას, ზალცბურგის, პორტუს, რეალ მადრიდის, ალკმაარისა და ოლიმპიაკოსის ტრიუმფით დასრულდა.
დინამო თბილისისა და დინამო მინსკის შეხვედრა 17:00 საათიდან დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს SILK უნივერსალზე ვიხილავთ. მატჩზე დასასწრები ბილეთები ვებგვერდ abaula-ზე იყიდება - ფასი 5 ლარია.
"რთული მატჩი იქნება, მაქსიმუმს გავაკეთებთ" - ლაშა ხუციშვილი
"ყველაფერი ამ თამაშში გადაწყდება, მოედანზე მოსაგებად გავალთ" - დავით გელაშვილი