VIDEO: ბოსტონმა სხვაობა გაზარდა, ჰიუსტონმა შანსი დაიტოვა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში საპლეიოფო სერიების მე-4 მატჩები გაიმართა.
ფილადელფია სევენთისიქსერსი ბოსტონ სელტიკსს დაუპირისპირდა და 96-128 დამარცხდა. გამარჯვებულ გუნდს პეიტონ პრიტჩარდმა (32 ქულა) და ჯეისონ ტეიტუმმა (30 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა) ულიდერეს.
ფილადელფიადან კი გამორჩეულები ჯოელ ემბიდი (26 ქულა და 10 მოხსნა) და ტაირეს მაქსი (22 ქულა) იყვნენ.
ბოსტონმა ამ მოგებით სერიაში ანგარიში 3-1 გახადა. გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება.
მე-4 შეხვედრა შედგა ჰიუსტონ როკეტსსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსს შორის, რომელიც ჰიუსტონის მოგებით 115-96 დასრულდა. როკეტსს ეიმენ ტომპსონმა (23 ქულა) და ტარი იესონმა (20 ქულა) ულიდერეს, ლეიკერსიდან კი საუკეთესო დეანდრე აიტონი (19 ქულა, 10 მოხსნა) იყო.
ჰიუსტონმა ამ მოგებით სერიაში შანსი დაიტოვა და საერთო ანგარიში 1-3 გახადა, მე-5 მატჩი 30 აპრილს გაიმართება.