VIDEO: ჩაკვეტაძის ხარიხა და ქუსლით ასისტი - უოტფორდმა ვრექსემს მოუგო
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ჩემპიონშიფის 36-ე ტურის მატჩში უოტფორდმა საკუთარ მოედანზე ვრექსემი მიიღო.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ორივე ქართველი - საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე.
უოტფორდის მხრიდან ანგარიშის გახსნა სწორედ ქართველ ნახევარმცველს შეეძლო, თუმცა მისი ბრწყინვალე დარტყმული ხარიხას მოხვდა. ცოტა ხანში მასპინძლები წინ მაინც გავიდნენ.
მე-18 წუთზე გოლი მარკ ბოლამ გაიტანა, საგოლე პასი კი გიორგი ჩაკვეტაძემ მიითვალა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან თანაგუნდელს პასი ქუსლით ეფექტურად დაუტოვა, მან კი ანგარიში 1-0 გახადა.
საბოლოო ჯამში უოტფორდმა 3-1 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
გიორგი ჩაკვეტაძემ 81-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 83-ე წუთზე კი ქართველი ნახევარმცველი შეცვალეს, რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, მან მატჩი სრულად ჩაატარა.
უოტფორდი 38 მატჩის შემდეგ 55 ქულით მე-9 ადგილზეა და პლეიოფის ზონაშ მყოფ ვრექსემს 5 ქულით ჩამორჩება. ჩაკვეტაძის ანგარიშზე ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 3 საგოლე გადაცემაა.