• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: დიდი სხვაობით - ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევის მეორე მატჩი ესპანეთში წააგო
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

VIDEO: დიდი სხვაობით - ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევის მეორე მატჩი ესპანეთში წააგო

30 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურის მატჩიც წააგო. ჩვენი გუნდში ესპანეთში დიდი სხვაობით დამარცხდა - 61:90.


ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი თამაშში კარგად შევიდა და მეტოქეს საწყის წუთებში 10 ქულითაც გაექცა (18:8), თუმცა ესპანელებმა თანდათან თამაში დაალაგეს და შეხვედრის მიმდინარეობას სრულად აკონტროლებდნენ.


პირენეელთა მხრიდან სანტიგო იუსტა (17 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი) და ისან ალმანსა პერესი (12 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი) გამოირჩნენ, ხოლო ჩვენი გუნდიდან საუკეთესო შედეგი 17 წლის მათე ხატიაშვილსა (10 ქულა, 1 მოხსნა, 3 ასისტი) და თორნიკე შენგელიას (10 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი) ჰქონდათ.


ბოლო სანაკრებო მატჩში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა გიორგი შერმადინმა, რომელიც ნაკრებს დაემშვიდობა და ამიერიდან მხოლოდ ტენერიფეს რიგებში ითამაშებს.


შერმო ნაკრებში 2006 წლის სექტემბრიდან თამაშობდა და მისი ღირსება 202 შეხვედრაში დაიცვა. ერთადერთი ქართველია, რომელსაც დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს მიერ ნათამაშებ 7-ვე დიდ ტურნირზე (6 ევრობასკეტი და 1 მსოფლიო ჩემპიონატი) აქვს მონაწილეობა მიღებული.


შესარჩევი ეტაპის 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 2-ვე წაგებული აქვს და, დანიასთან ერთად, ჯგუფის აუტსაიდერია - ესპანეთმა და უკრაინამ 2-2 მატჩი მოიგეს.


შემდეგ სანაკრებო შესვენებაზე ჯიკიჩის გუნდი ორივე თამაშს დანიელებთან ჩაატარებს - 27 თებერვალს სტუმრად, 2 მარტს შინ.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი
საქართველო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დადიანის მემორიალის ფინალის მონაწილეები და თარიღი ცნობილია!

•კალათბურთი

კალათბურთი

დადიანის მემორიალის ფინალის მონაწილეები და თარიღი ცნობილია!
•კალათბურთი

კალათბურთი

ერთა ლიგა, U21 ევროს შესარჩევში, თოკო რეალთან - ქართველების კვირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთა ლიგა, U21 ევროს შესარჩევში, თოკო რეალთან - ქართველების კვირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ფეთქებადი გამთამაშებელია" - სად გადავიდა რატი ანდრონიკაშვილი?

•კალათბურთი

კალათბურთი

,,ფეთქებადი გამთამაშებელია" - სად გადავიდა რატი ანდრონიკაშვილი?
•კალათბურთი

კალათბურთი

MMA-ის ქართული და ამერიკული ორგანიზაციების საერთო ქარდი ცნობილია

•ქართული

ქართული

MMA-ის ქართული და ამერიკული ორგანიზაციების საერთო ქარდი ცნობილია
•ქართული

ქართული

News image

14 სთ წინ

დადიანის მემორიალის ფინალის მონაწილეები და თარიღი ცნობილია!

News image

11 სთ წინ

ერთა ლიგა, U21 ევროს შესარჩევში, თოკო რეალთან - ქართველების კვირა

News image

11 სთ წინ

,,ფეთქებადი გამთამაშებელია" - სად გადავიდა რატი ანდრონიკაშვილი?

News image

6 სთ წინ

MMA-ის ქართული და ამერიკული ორგანიზაციების საერთო ქარდი ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება